2 წლის და 1 თვის წინ

გიორგი მამარდაშვილი და “ჩელსი” - დიდი ამბავი ინგლისიდან

ავტორი
Aa
"ვალენსიას" ქართველი გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის მიერ ზაფხულში გუნდის შეცვლის შანსი ძალიან დიდია, რაზეც უკვე ბევრი წყარო წერს.
ფაბრიციო რომანომ გუშინ გვამცნო, რომ მამარდას გადაბირების ფავორიტი "ლესტერ სიტია", დღეს კი ჟურნალისტმა საიმონ ფილიპსმა გიორგით ლონდონის "ჩელსის" დაინტერესებაზე შეგვატყობინა.
წყაროს თანახმად, "არისტოკრატების" ხელმძღვანელობა მეკარის წარმომადგენლებს შეხვდა. ფილიპსის თქმით, 22 წლის ქართველის შეძენის საუკეთესო შანსი სწორედ ლონდონურ კლუბს აქვს.
მამარდაშვილს აქტიურად უკავშირებენ ლონდონის "ტოტენჰემსაც".
გიორგიმ მიმდინარე სეზონში "ღამურების" მაისურით 31 მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდა კიპერმა 36 გოლი გაუშვა და კარი მშრალად შვიდჯერ შეინახა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ