2 წლის და 1 თვის წინ
მოულოდნელი ვარიანტი! - ვინ შეიძლება ჩაიბაროს “ჩელსი”
მოულოდნელი ვარიანტი! - ვინ შეიძლება ჩაიბაროს “ჩელსი”
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსიმ” რამდენიმე დღის წინ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან 47 წლის ბრიტანელი სპეციალისტი, გრემ პოტერი გაათავისუფლა.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანეთის დედაქალაქში მოლაპარაკებების თაობაზე კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი, ლუის ენრიკე იმყოფებოდა.

როგორც ირკვევა, ამ ეტაპისთვის “არისტოკრატების” ორი რჩეული სწორედ ლუის ენრიკე და იულია ნაგელსმანი გახლავთ.

არჩევანი სწორედ ამ ორ სპეციალისტს შორის შეირჩევა.


Facebook კომენტარები