2 წლის და 1 თვის წინ

ქართველი "ჩელსიში"?! - აგენტი ლონდონში იმყოფება

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, “ვალენსია” გასავარდნ ზონაში იმყოფება და კატასტროფულ სეზონს ატარებს.
გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი 22 წლის ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გახლავთ.
სავარაუდოა, რომ ქართველი კარის დარაჯი სეზონის ბოლოს “მესტალიას” დატოვებს.
Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი მამარდაშვილის აგენტი, ლევან სეთურიძე ქალაქ ლონდონში იმყოფება და გუნდების აგენტებს ხვდება.
ქართველი ფეხბურთელის შეძენით ლონდონის “ჩელსი” და “ტოტენჰემი” ინტერესდებიან.
ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ