2 წლის და 1 თვის წინ
სრული კრახი - თოდ ბოილის სამწვრთნელო საქმეები
სრული კრახი - თოდ ბოილის სამწვრთნელო საქმეები
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, თოდ ბოილიმ გრემ პოტერი უკვე ოფიციალურად გაათავისუფლა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან. ახლა "ჩელსი" ახალ დამრიგებელს ეძებს.

"არისტოკრატების" ამერიკელი მფლობელის სამწვრთნელო საქმეები ერთი დიდი კრახია, რაშიც ესეც დაგარწმუნებთ:

• 11 მილიონი კომპენსაცია ტუხელს გაშვებისთვის

• 25 მილიონი კომპენსაცია "ბრაიტონს" პოტერის გამოშვებისთვის

• 15 მილიონი კომპენსაცია პოტერს გაშვებისთვის

• დახარჯული 51 მილიონი და ლონდონურ კლუბს მწვრთნელი ჯერ კიდევ არ ჰყავს

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ბოილი იულიან ნაგელსმანის მოყვანას გადაწყვეტს, "ბაიერნისთვის" თანხის გადახდა ცალკე მოუწევს, რადგან კონტრაქტი იულიანს ჯერ კიდევ აქვს მიუნხენურ კლუბთან.


Facebook კომენტარები