2 წლის და 1 თვის წინ
ფაბრიციო რომანოს ექსკლუზივი! - მას თვალყური უნდა ვადევნოთ
ფაბრიციო რომანოს ექსკლუზივი! - მას თვალყური უნდა ვადევნოთ
ავტორი
Aa

"ჩელსიმ" გუშინ გრემ პოტერთან ერთად მორიგი მარცხი იწვნია პრემიერ ლიგაში "ასტონ ვილას" წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ფაბრიციო რომანომ ამ დაპირისპირების შემდეგ ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა:

"იულიან ნაგელსმანს ჩელსი ძალიან აფასებს და განიხილავს როგორც ტოპ მწვრთნელს. იგი ლონდონელთა მომავლის გეგმებში შედის და თვალყური აუცილებლად უნდა ვადევნოთ," - ამბობს გავლენიანი ჟურნალისტი.

იმ შემთხვევაში, თუ პოტერს ბოილი გაუშვებს, უდიდესი ალბათობით, სწორედ გერმანელი სპეციალისტი მოვა ლურჯებში.


Facebook კომენტარები