

როგორც მოგეხსენებათ, 2022/2023 წლების სეზონის დასაწყისში ყველასთვის მოულოდნელად, ლონდონის “ჩელსიმ” გერმანელი სპეციალისტი, ტომას ტუხელი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა.
49 წლის მწვრთნელმა გათავისუფლების ემოციები გაიხსენა:
“ეს იყო შოკი. ეს უცნაურად ვიგრძენი, როცა მანქანით მივედი სავარჯიშო ბაზაზე. შეხვედრა საკმაოდ უცნაური და ხანმოკლე აღმოჩნდა. დილის 8 საათი იყო, ან რაღაც მსგავსი, და შეხვედრა სამიდან ხუთ წუთამდე გაგრძელდა. არც მე ვიყავი დიდად ხანგრძლივი საუბრის ხასიათზე.
გადაწყვეტილება მიღებული იყო და გულწრფელი, რომ ვიყო ამან ყველა გაგვაოცა. ჩვენ გვქონდა განცდა, რომ სწორ დროს ვიყავით სწორ ადგილას. ვგრძნობდით, რომ შეგვეძლო დიდი შედეგების მიღწევა და გვინდოდა ამ გუნდში დიდხანს დარჩენა.” - განაცხადა ტუხელმა.
ცნობისთვის, გერმანელი სპეციალისტი ახლახან მიუნხენის “ბაიერნის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.