2 წლის და 1 თვის წინ

"ჩელსის" პოტერის პოტენციურ შემცვლელთან პირველი კონტაქტი ჰქონდა

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსი” გრემ პოტერის მეთაურობით არცისე დამაჯერებლად გამოიყურება.
მართალია, “არისტოკრატებმა” ბოლო პერიოდში თამაში გამოასწორეს, თუმცა მათთვის ოთხეულში მოხვედრა ძალიან რთულად წარმოსადგენი იქნება.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, რუდი გალეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსის” პირველი კონტაქტი ჰქონდა გრემ პოტერის პოტენციურ შემცვლელთან.
პოტერის შემცვლელად “ბაიერნიდან” გაგდებული 35 წლის სპეციალისტი, იულიან ნაგელსმანი მიიჩნევა.
ცნობისთვის, ნაგელსმანთან კონტრაქტის გაწყევტის შემდეგ “ბაიერნმა” მთავარი მწვრთნელის პოსტზე “ჩელსის” ყოფილი თავკაცი, ტომას ტუხელი დანიშნა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ