2 წლის და 1 თვის წინ

ტიბო კურტუა: “იღბალიანი ვარ, რომ “ჩელსიში” ვითამაშე”

ავტორი
Aa
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, ტიბო კურტუამ მედიასთან საინტერესო რამ განაცხადა.
ბელგიელმა მეკარემ კომენტარი თავის წინა კლუბებსა და "სამეფო გუნდზე" გააკეთა
."იღბლიანი ვარ, რომ "ატლეტიკოსა" და "ჩელსიში" ვითამაშე.
რა თქმა უნდა, ეს კარგი გუნდებია, მაგრამ "ბლანკოსი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. სადაც არ უნდა წახვიდე, ყველა გიცნობს დაგილოცავს ტიტულის მოგებას. "ფლორენტინო პერესს ჩვენი გამარჯვება ყოველთვის სურს. ის თითქმის ჩვენს ყველა შეხვედრას ესწრება. პერესი ნამდვილად კარგი პრეზიდენტია",- თქვა ტიბომ.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ