1 წლის და 8 თვის წინ
არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ პეპმა "ჩელსის" ვარსკვლავი წაართვას
ავტორი
Aa
მატეო კოვაჩიჩს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებაზე საუბრები ორ მხარეს შორის არ მიმდინარეობს და ამით სარგებლობას პრემიერ ლიგის გრანდი გეგმავს.
ავტორიტეტული ჟურნალისტის, ნიზაარ კინსელას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ სიტის" და პეპ გვარდიოლას ძალიან უნდა ხორვატი შუახაზელის შეძენა.
წყაროს მტკიცებით, ქალაქელები აუცილებლად ეცდებიან, რომ მატეო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ხელში ჩაიგდონ.
ამ მომენტისთვის უცნობია ფეხბურთელისა და თავად ლონდონური კლუბის პოზიცია, თუმცა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს პერიოდში.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ