2 თვის და 1 კვირის წინ

“ჩელსის” ფეხბურთელს თხოვნით მიმართეს! - უახლესი ცნობები

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" გაბონელი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი "კამპ ნოუზე" გამართულ "ელ კლასიკოს" დაესწრო.
გამოცდილი შემტევი მატჩის შემდეგ გასახდელში შევიდა და ყოფილ თანაგუნდელებს გამარჯვება მიულოცა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, რამდენიმე "ბლაუგრანელს" ობასთვის "კამპ ნოუზე" დაბრუნება უთხოვია.
კვლავ ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის მორგება უნდა თავად გაბონელსაც. იგი ამ ვარიანტს მომგებიანად ხედავს როგორც სპორტული, ასევე ეკონომიკური კუთხით.
33 წლის ფორვარდი "ბარსაში" სათადარიგოს როლსაც დასთანხმდება.
წყაროს თანახმად, ობამეიანგის დამატება ვიტორ როკეს ტრანსფერის ალტერნატივა იქნება.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონაში" პიერ-ემერიკმა ნახევარი წელი გაატარა. ამ დროში მან თავი 13 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 1 დღის წინ

როგორი იქნება "ჩელსის" სასტარტო შემადგენლობა პოჩეტინოსთან ერთად მომავალ სეზონში
3 კვირის და 5 დღის წინ

შესაძლოა ზაფხულში რაღაც დიდი მოხდეს - რა გეგმები აქვს "ჩელსის"
1 თვის და 2 კვირის წინ

BREAKING: სად წავა მამარდაშვილი - ფავორიტი გამოიკვეთა
1 თვის და 4 კვირის წინ

გიორგი მამარდაშვილის აგენტი სტემფორდ ბრიჯზე იყო - ფაბრიციო რომანო