1 წლის და 1 თვის წინ
ტუხელის მომავალი ოფიციალურად გაირკვა - უახლესი ინფორმაცია
ტუხელის მომავალი ოფიციალურად გაირკვა - უახლესი ინფორმაცია
ავტორი
Aa

მიუნხენის "ბაიერნმა" დაადასტურა, რომ გუნდს იულიან ნაგელსმანი აღარ უხელმძღვანელებს და მას თომას ტუხელი ჩაანაცვლებს.

"რეკორდმაისტერის" ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ:

"მიუნხენის "ბაიერნმა" მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა და სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა პრეზიდენტ ჰერბერ ჰაინერთან შეთანხმების შემდეგ მიიღეს. ნაგელსმანს თომას ტუხელი შეცვლის. ტუხელთან 2025 წლის 30 ივნისამდე მოქმედი კონტრაქტი გაფორმდება. გუნდს ის პირველად ორშაბათს ავარჯიშებს."

ოლივერ კანმა ნაგელსმანს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.

რაც შეეხება ტუხელს, ბავარიული გუნდის მესაჭის რანგში ის პირველ მატჩს პირველ აპრილს ჩაატარებს. ტუხელი თავის ყოფილ გუნდს, "ბორუსია დორტმუნდს" დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, მიუნხენელები ბუნდესლიგაში გალიდერდებიან.


Facebook კომენტარები