ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დუეტმა სრულიად საფეხბურთო სამყაროს გაოცება გამოიწვია.
"ნაპოლის" პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა სწორედ ამ დუეტზე ისაუბრა:
"კვარა და ოსიმენი ხელშეუხებელი ფეხბურთელები არიან თუ არა? კონტრაქტის დადება იდეალურად გამომდის, როცა ეს მოთამაშეები პარტენოპეიში გადმოვიდნენ სხვა გუნდების შემოთავაზებები დავბლოკეთ. მათი შენარჩუნება რთული ნამდვილად არ იქნება, თუმცა არასოდეს თქვა არასოდეს, ზოგჯერ შეთავაზებებს ვიღებთ, რაზეც უარის თქმა უბრალოდ წარმოუდგენელია. არავინ იცის მომავალში რა მოხდება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ნაპოლის მოედანს მათ ბრწყინვალე თამაშს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვიხილავთ.
ასეთს სეზონს ველოდი თუ არა? დიახ ველოდი, რომ მსგავსი დონის სეზონის გვექნებოდა. ძველი ფეხბურთელების წასვლის შემდეგ, გუნდში ახალი მოთამაშეები მოვიყვანეთ, რომელმაც დაამტკიცეს, რომ მაღალი დონის მოთამაშეები არიან. ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ გუნდი ძალიან შეკრულია." - განაცხადა დე ლაურენტისმა.