1 წლის და 1 თვის წინ
ოსიმენის ოცნება ეს არის - უახლესი ინფორმაცია
ოსიმენის ოცნება ეს არის - უახლესი ინფორმაცია
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” შემადგენლობაში 24 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი, ვიქტორ ოსიმენი ბრწყინვალედ გამოიყურება.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, სანტი აუნას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოსიმენი პრემიერ ლიგაში თამაშზე ოცნებობს.

24 წლის მოთამაშის შეძენით “ჩელსი”, პსჟ და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებიან. ამ გუნდებს ოსიმენის შესაძენად 150 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

საგულისხმოა, რომ ნიგერიელი ფეხბურთელის კუმირი დიდიე დროგბა გახლავთ, რაც “ჩელსის” გარკვეულ უპირატესობებს აძლევს.

ცნობისთვის, ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა და 5 საგოლი გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები