1 წლის და 1 თვის წინ
გაირკვა! - რა შემთხვევაში დატოვებს მაუნტი “ჩელსის”
გაირკვა! - რა შემთხვევაში დატოვებს მაუნტი “ჩელსის”
ავტორი
Aa

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მეისონ მაუნტი ლონდონის "ჩელსის" დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.  

მისი შეძენის მთავარ კანდიდატად ამ ეტაპზე "ლივერპული" მოიაზრება - იურგენ კლოპს ინგლისელი ნახევარმცველი ძალიან მოსწონს.  

ფაბრიციო რომანომ ინტერესი დაადასტურა - იტალიელი ჟურნალისტის თქმით, თუ მაუნტი "არისტოკრატებს" ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა, "ლივერპული" საქმეში აუცილებლად ჩაერთვება.  

ამას ემატება Football Insider-ის ცნობაც - მერსისაიდული გრანდი მზადაა, მაუნტის ფინანსური მოთხოვნები დააკმაყოფილოს და თვეში 175,000 ფუნტი სტერლინგი შესთავაზოს.


Facebook კომენტარები