1 წლის და 1 თვის წინ
“ჩელსი” სიტუაციას აკვირდება! - ვისი დამატება სურს ლონდონურ გუნდს
“ჩელსი” სიტუაციას აკვირდება! - ვისი დამატება სურს ლონდონურ გუნდს
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ჩელსის” ახალგაზრდა ფეხბურთელს, მეისონ მაუნტს გუნდის დატოვება სურს.

“ლივერპული” 24 წლის მოთამაშის შეძენით აქტიურად ინტერესდება და დედაქალაქელებს მისი შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, რობ დაუსონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსი” “ფულემის” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ანდრეას პერეირას სიტუაციას აკვირდება.

“არისტოკრატები” 27 წლის ნახევარმცველს სწორედ მეისონ მაუნტის შემცვლელად განიხილავენ.

ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt ანდრეას პერეირას 16 მილიონ ევროდ აფასებს.


Facebook კომენტარები