1 წლის და 1 თვის წინ
"ჩელსი" მაუნტის შემცვლელს ეძებს - ვინ არის მთავარი კანდიდატი
"ჩელსი" მაუნტის შემცვლელს ეძებს - ვინ არის მთავარი კანდიდატი
ავტორი
Aa

"ჩელსი" გეგმავს, რომ ზაფხულში მეისონ მაუნტის მომავალი საბოლოოდ გადაწყვიტოს. მის აგენტთან მოლაპარაკებები უახლოეს კვირეებში ბოლოჯერ გაიმართება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას უნდა ველოდოთ.

აღსანიშნავია, რომ "არისტოკრატები" ინგლისელის შემცვლელად ზაფხულის ბაზარზე აუცილებლად მოიყვანენ ფეხბურთელს და ერთ-ერთი ვარიანტი უკვე გამოიკვეთა.

ESPN - ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარი "ფულემის" შემტევ შუახაზელზე ანდრეას პერეირაზე გვაქვს.

წყაროს მტკიცებით, ბრაზილიელის ვარიანტს აქტიურად განიხილავენ ლურჯები. ვნახოთ რა მოხდება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე.


Facebook კომენტარები