

"ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა, ვიქტორ ოსიმენმა მედიასთან თავის კუმირზე და მის მომავალზე ისაუბრა:
"მთელი ბავშვობა დროგბას თამაშს ვადევნებდი თვალს და დიდ სიამოვნებას ვიღებდი. ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ფეხბურთი მისნაირად მეთამაშა.
ჩვენი მთავარი მიზანია, რომ გულშემატკივრების გული გავახაროთ და მათ ნანატრი სკუდეტო მოვუპოვოთ.. ენით აღუწერელია ის გრძნობა, რასაც ადგილობრივი ქომაგებისგან ვიღებთ. სანამ აქ გადმოვიდოდი, ყველა მეუბნებოდა, რომ ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობდა, მე ამაში უკვე საკმაოდ დავრწმუნდი. სიტყვებით შეუძლებელი იმ სიყვარულსა და გრძნობას აღწერა, რასაც ისინი ჩვენ გვაგრნობინებენ." - განაცხადა ოსიმენმა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.



