2 წლის და 1 თვის წინ

ბოილის მორიგი აღმოჩენა! - “ჩელსი” ბუნდესლიგის მოთამაშეს უმიზნებს

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, “გლადბახის” შემადგენლობაში 21 წლის ფრანგი ნახევარმცველი, კუადიო კონე მშვენიერ სეზონის ატარებს.
გავლენიანი გერმანული სააგენტო Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონეს შეძენით ლონდონის “ჩელსი” და პსჟ ინტერესდებიან.
თავად ფეხბურთელის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაში გახლავთ, სწორედ ამიტომ ფავორიტად ლონდონის “ჩელსი” უნდა მივიჩნიოთ.
ამავე წყაროს ცნობით, ფეხბურთელის ტრანსფერი 25 მილიონ ევროზე მეტი დაჯდება.
ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt-ს 25 მილიონ ევროდ აფასებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ