2 წლის და 2 თვის წინ
“ჩელსი” სოლიდურ თანხას მიიღებს! - რა არის ამის მიზეზი
“ჩელსი” სოლიდურ თანხას მიიღებს! - რა არის ამის მიზეზი
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსი” 2022/2023 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

გავლენიანი ლონდონურ სააგენტო, Absolutechelsea-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “არისტოკრატები” 2025 წელს გასამართ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.

ცნობილია კიდევ ერთი მონაწილე გუნდი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობას ასევე მადრიდის “რეალიც” მიიღებს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 2021/2022 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა.

საგულისხმოა, რომ ზემოხსენებულ შეჯიბრზე ჯამში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 4 ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული იქნება.

ცნობისთვის, ლონდონური გრანდი აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობით 25 მილიონ ევროს მიიღებს.


Facebook კომენტარები