1 წლის და 1 თვის წინ
რატომ არ აღნიშნა ჰავერცმა "ლესტერთან" გატანილი გოლი: "ეს უნდა ვაღიარო."
რატომ არ აღნიშნა ჰავერცმა "ლესტერთან" გატანილი გოლი: "ეს უნდა ვაღიარო."
ავტორი
Aa

კაი ჰავერცმა "ლესტერის" კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა, რის გამოც საკმაოდ ბევრი ქომაგი გაკვირვებული იყო.

გერმანელმა დღეს Chelsea Tv-ს ამის მიზეზი უთხრა:

"გატანილი გოლი ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაში დახმარებაა, ჩვენ ასე უნდა განვაგრძოთ.

რატომ არ ავღნიშნე გოლი? უნდა ვაღიარო, არ მეგონა, რომ ჩაითვლებოდა. ვიფიქრე, რომ თამაშგარეში ვიყავი და VAR-ი გააუქმებდა გოლს, სწორედ ამიტომ დაველოდე გადაწყვეტილებას," - ამბობს კაი.


Facebook კომენტარები