2 წლის და 3 თვის წინ
რომანო მაუნტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს - რას ამბობს ფაბრიციო
რომანო მაუნტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს - რას ამბობს ფაბრიციო
ავტორი
Aa

ფაბრიციო რომანომ ახალი ინფორმაცია გაავრცელა მეისონ მაუნტისა და "ჩელსის" მოლაპარაკებებზე, კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხთან დაკავშირებით.

"ჯერ კიდევ არის ძალიან დიდი სხვაობა ჩელსისა და მაუნტს შორის მოლაპარაკებებში. მხარეები შორს არიან შეთანხმებასთან.

ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა ინგლისელის წასვლის შანსები ჩელსიდან იზრდება.

მაუნტს ლურჯები ტრანსფერზე აუცილებლად დააყენებენ, თუ შეთანხმება ზაფხულამდე ვერ შედგა," - ამბობს გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი.

აქვე გეტყვით, რომ მეისონით "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან აქტიურად ინტერესდებიან.


Facebook კომენტარები