2 წლის და 2 თვის წინ

სრული მოულოდნელობა - "ჩელსიში" ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია

ავტორი
Aa
ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ მეისონ მაუნტმა "ლესტერის" წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო.
თუმცა, დღეს, რამდენიმე ბრიტანული გამოცემა წერს, რომ საქმე ტრავმაში სულაც არ იყო და რეალურად სხვა რამ არის მიზეზი.
"ჩელსიდან" გამოვიდა ცნობები, რომ ინგლისელი შემტევი "მელიების" წინააღმდეგ განაცხადში არ მოხვდა იმის მიუხედავად, რომ 100%-ით მზად იყო ამ თამაშისთვის.
ეს დიდი კითხვის ნიშანია ჯერ კიდევ და გაურკვეველია, რა არის მიზეზი მეისონის "ლესტერთან" არ ყოფნისა.
შესაძლოა, "არისტოკრატები" ფეხბურთელს ანიშნებენ, რომ უფრო უნდა მოინდომოს ან სულაც დაკარგეს მისდამი ნდობა.
აქვე გეტყვით, რომ არსებობს სერიოზული ალბათობა იმისა, მაუნტმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონი დატოვოს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ