2 წლის და 2 თვის წინ
ბენ ჩილუელმა "ჩელსის" ქომაგებს მიმართა
ბენ ჩილუელმა "ჩელსის" ქომაგებს მიმართა
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსი” პრემიერ ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში “ლესტერს” ესტუმრა და ანგარიშით 1:3 იმარჯვა.

მატჩის შემდეგ “არისტოკრატების” ახალგაზრდა მცველმა, ბენ ჩილუელმა ლონდონურ გუნდის მედია სამსახურთან ისაუბრა:

“თვითკმაყოფილება ძალიან მარტივია. ზედიზედ სამი მოგება, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს ამ სეზონში, ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად. არის დადებითი მხარეები, მაგრამ რაღაცეებზე მუშაობა უნდა განვაგრძოთ.

ყველა თამაშში აქედან სეზონის ბოლომდე უნდა გვქონდეს ერთი მიზანი, რომ მოვიგოთ ყველა მატჩი. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დიდი მიზნები ამ სეზონში. 

რა თქმა უნდა, დღეს ლესტერთან ამ გამარჯვებით ვისიამოვნეთ, დიდი გამარჯვებაა, მაგრამ წინ ბევრი დიდი თამაში გველის, ამიტომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მზად ვართ.” - განაცხადა ჩილუელმა.



Facebook კომენტარები