1 წლის წინ
კონტემ "ჩელსიზე" კომენტარი გააკეთა: "მათ ამის გაკეთება შეუძლიათ."
კონტემ "ჩელსიზე" კომენტარი გააკეთა: "მათ ამის გაკეთება შეუძლიათ."
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსის” ბოლო პერიოდში ძალიან მძიმე სიტუაცია აქვს. მართალია, გუნდმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ 2 შეხვედრის მოგება მოახერხა, თუმცა “არისტოკრატები” ამას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. სწორედ ამიტომ, “ლურჯები” პრემიერ ლიგის ცხრილში მე-10 ადგილს იკავებენ.

“ჩელსის” ყოფილმა და “ტოტენჰემის” ამჟამინდელმა თავკაცმა, ანტონიო კონტემ ყოფილ გუნდზე ისაუბრა:

“თქვენ ხედავთ ჩელსის, რა ხდება მათ თავს, რომელ პოზიციას იკავებენ ისინი პრემიერ ლიგაში, მაგრამ მე არ ვთვლი ჩელსის იმ გუნდად, რომელსაც ოთხეულისთ ის ბრძოლა არ შეუძლია. 

მათ აქვთ შესაძლებლობა მოიგონ ზედიზედ 11 ან 12 თამაში, რადგან გუნდი მართლაც, ძალიან ძლიერია. 

მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე. ტოპ კლუბი საკუთარ თავს უყურებს და არა სხვის შედეგებს.” - განაცხადა კონტემ.

ცნობისთვის, იტალიელი სპეციალისტის მეთაურობით “ტოტენჰემი” პრემიერ ლიგაში მე-4 ადგილს იკავებს.


Facebook კომენტარები