2 წლის და 2 თვის წინ
მორიგი ლონდონური ჯახი! - “ჩელსი” და “არსენალი” პრემიერ ლიგის ვარსკვლავისთვის იბრძვიან
მორიგი ლონდონური ჯახი! - “ჩელსი” და “არსენალი” პრემიერ ლიგის ვარსკვლავისთვის იბრძვიან
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გააძლიერებას გეგმავს.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, გასტონ ედულის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსი” მსოფლიო ჩემპიონის, ალექსის მაკ ალისტერის შეძენით ინტერესდება.

ამავე წყაროს ცნობით, მაკ ალისტერის დამატება “არსენალსაც” სურს. თავად ფეხბურთელის სურვილი სეზონის ბოლოს “ბრაიტონის” დატოვება გახლავთ.

ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა Transfermarkt ახალგაზრდა ფეხბურთელს 42 მილიონ ევროდ აფასებს.


Facebook კომენტარები