1 წლის და 1 თვის წინ
ტენ ჰაგს "ჩელსის" სუპერვარსკვლავი სურს - უახლესი ინფორმაცია
ტენ ჰაგს "ჩელსის" სუპერვარსკვლავი სურს - უახლესი ინფორმაცია
ავტორი
Aa

ტენ ჰაგი ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედში" რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. ერთ-ერთი ვარიანტი კი მეისონ მაუნტი იქნება.

ჯეიკობ სტეინბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითელი ეშმაკები" დაახლოებით 50 მილიონი ევროს გადასახდელად არიან მზად ინგლისელი ვარსკვლავის სანაცვლოდ.

გარდა მანჩესტერული კლუბისა, "ლივერპულსაც" ძალიან უნდა მეისონი და ზაფხულში აუცილებლად ეცდებიან მის შეძენას.

აქვე გეტყვით, რომ მაუნტი და თოდ ბოილი ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან ახალ კონტრაქტზე და ამით სარგებლობა პრემიერ ლიგის გრანდებს სურთ.


Facebook კომენტარები