1 წლის და 1 თვის წინ
მარკ კუკურელია: "ზოგჯერ ხალხმა ეს უნდა გაიგოს"
მარკ კუკურელია: "ზოგჯერ ხალხმა ეს უნდა გაიგოს"
ავტორი
Aa

მარკ კუკურელია "დორტმუნდთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა უეფას ვერსიით და შესაბამისი ჯილდოც გადაეცა.

მან დღეს Chelsea TV-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა, სადაც სწორედ ბოლო ჩემპიონთა ლიგის საღამოს შეეხო.

"ეს გამარჯვება ქომაგებს ეძღვნებათ. რთულ მომენტებში ჩვენ ერთად ვიყავით. გასახდელში შესანიშნავი ურთიერთობაა, მაგრამ ახლა მუშაობა ისევ უნდა განვაგრძოთ და არ შევჩერდეთ.

მარტივია, როდესაც რაღაც კარგად არ მიდის კრიტიკა, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ. ზოგჯერ ცხოვრებაში გარკვეული პრობლემები გვაქვს. ეს ყველა ადამიანის ცხოვრების ნაწილია და ზოგჯერ ხალხმა უნდა გაიგოს ეს," - ამბობს ესპანელი მცველი.


Facebook კომენტარები