2 წლის და 2 თვის წინ

Relevo საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს - ამის ალბათობა საკმაოდ დიდია

ავტორი
Aa
ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ თომას ტუხელი მიმდინარე სეზონში "ჩელსიდან" გაუშვეს და ახლა კლუბის გარეშეა.
Relevo - ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელი სპეციალისტი შესაძლოა "პსჟ-ს" დაუბრუნდეს.
წყაროს მტკიცებით, მას შემდეგ, რაც პარიზული კლუბი "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგიდან გამოაგდო, კრისტოფერ გალტიეს სკამი შეირყა და მის შემცვლელს ეძებენ პარიზელები, ერთ-ერთი ვარიანტი კი სწორედ თომასია.
ტუხელის დაბრუნება ლურჯებში პრაქტიკული გამორიცხულია, რადგან მას საშინელი ურთიერთობა აქვს თოდ ბოილისთან.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ