2 წლის და 2 თვის წინ

კაი ჰავერცი: "არ ვიცი რაზე ვფიქრობდი."

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსიმ” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “დორტმუნდთან” 2:0 იმარჯვა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
ლონდონური გუნდიდან მატჩის ერთ-ერთმა გმირმა, კაი ჰავერცმა მედიასთან ისაუბრა:
“არ ვიცი რას ვფიქრობდი [როდესაც ძელს დაარტყა], მაგრამ მსაჯმა ნება მომცა პენალტის ხელახლა შემესრულებინა.
ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ გავიტანე. ვცადე დავლოდებოდი და მეკარეს შევხედე და მეორე დარტყმა ცოტა უფრო მარტივი იყო.
ბოლო ორი კვირა რთული იყო, ბევრი თამაში წავაგეთ.
დღევანდელი საღამო მნიშვნელოვანი იყო, ეს არის დიდი ტურნირი და ეს არის ბოლო თასი, რომლის მოგებაც შეგვიძლია.
ჩვენ ვაჩვენეთ ხასიათი და გვინდა გავაგრძელო.” - განაცხადა ჰავერცმა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ