1 წლის და 1 თვის წინ
გრემ პოტერის პირველი კომენტარი "დორტმუნდთან" გამარჯვების შემდეგ
გრემ პოტერის პირველი კომენტარი "დორტმუნდთან" გამარჯვების შემდეგ
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსიმ" "დორტმუნდი" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა (2:0).

გთავაზობთ გრემ პოტერის პირველ კომენტარს, ამ დაპირისპირების შემდეგ.

"ემოციებში ვარ. ძალიან მაგარი საღამო იყო, ბიჭები ფანტასტიურები იყვნენ. ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის და ყველა გულშემატკივარს ასეთი ქომაგობისთვის.

ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ბიჭებმა ყველაფერი გაიღეს და ეს ძალიან დასაფასებელია.

გასახდელში კარგი სიტუაციაა, ყველას უხარია. ახლა წინ კარგი დღეები გველის.

თუმცა, შემდეგი მატჩისთვის უნდა დავიწყოთ მზადება. ორი მოგება, ორი მშრალი კარი. შესანიშნავი პასუხია ბიჭებისგან, ასე უნდა განვაგრძოთ," - ამბობს ბრიტანელი სპეციალისტი.


Facebook კომენტარები