2 წლის და 2 თვის წინ
ფელიქსი: "ეს განსაკუთრებული ტურნირია, იმედია 90 წუთის შემდეგ ამას გავაკეთებთ"
ფელიქსი: "ეს განსაკუთრებული ტურნირია, იმედია 90 წუთის შემდეგ ამას გავაკეთებთ"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსი” ოთხშაბათს, თბილისის დროით 00:00 საათზე “დორტმუნდს” დაუპირისპირდება.

“არისტოკრატების” ახალგაზრდა პორტუგალიელმა შემტევმა, ჟოაო ფელიქსმა მედიასთან ისაუბრა:

“ძალიან მინდა ხვალ გავიმარჯვოთ. მიყვარს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში. ეს განსაკუთრებული ტურნირია. იმედი მაქვს, 90 წუთის შემდეგ აქ ვიქნებით მოგების აღსანიშნად.

ნულოვანი ზეწოლა. ეს ჩვენი საქმეა. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიხალისოთ და გავიმარჯვოთ. ჩვენი თავდაჯერებულობა და ყურადღება დიდია, რადგან უნდა გავიმარჯვოთ. თუ საქმეებს სწორად გავაკეთებთ, ჩვენ გავიმარჯვებთ.” - განაცხადა ფელიქსმა.

ცნობისთვის, პირველი შეხვედრა გერმანელთა გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.


Facebook კომენტარები