1 წლის და 1 თვის წინ
"ჩელსი" პრემიერ ლიგის ახალგაზრდა ვარსკვლავის შეძენით ინტერესდება
"ჩელსი" პრემიერ ლიგის ახალგაზრდა ვარსკვლავის შეძენით ინტერესდება
ავტორი
Aa

"ჩელსის" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მინიმუმ ერთი ნახევარმცველის დამატება გადაწყვეტილი აქვს.

The telegraph - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლურჯები აქტიურად აკვირდებიან მოისეს კაისედოს.

წყაროს მტკიცებით, "ბრაიტონის" 21 წლის ეკვადორელი შუახაზელით "ლივერპული", "მანჩესტერი" და "არსენალიც" ინტერესდებიან.

"მეთოფეები" ზაფხულში ახლოს იყვნენ მის შეძენასთან, თუმცა გარიგება ბოლო მომენტში ჩაიშალა.

ახლა თოდ ბოილი გეგმავს, რომ ბევრ კლუბს გაუწიოს კონკურენცია და ხელში ჩაიგდოს პრემიერ ლიგის გამორჩეული ტალანტი, რომლის ტრანსფერიც იაფი ნამდვილად არ დაჯდება.


Facebook კომენტარები