2 წლის და 2 თვის წინ

კვარა თუ ოსიმენი? - ვინ დატოვებს "ნაპოლის" სეზონის ბოლოს რომანოს აზრით

ავტორი
Aa
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ თავის სოციალურ ქსელში "ნაპოლის" ფეხბურთელებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე საინტერესო რამ განაცხადა.
კერძოდ, მან გამოთქვა ვარაუდი, თუ ამ ორიდან რომელი ფეხბურთელის წასვლაა უფრო მოსალოდნელი სეზონის ბოლოს.
"ვფიქრობ, ვიქტორსა და ხვიჩას შორის კლუბის დატოვების უფრო დიდი შანსი ნიგერიელს აქვს. მას სეზონში 25-30 გოლის გატანა შეუძლია და სწორედ ამიტომ, ბევრი მსურველიც ჰყავს.
"მისი დამატებით როგორც პარის სენ-ჟერმენი, ისე ლა ლიგისა და პრემიერ ლიგის გრანდები ინტერსდებიან", - განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.
აქვე გეტყვით, რომ კვარას "პარტენოპეისთან" კონტრაქტი 2027, ხოლო ოსიმენს 2025 წელს ეწურება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ