2 წლის და 2 თვის წინ
კალიდუ კულიბალი: “მე მაქვს დრო, რომ ვაჩვენო ყველას ვინ ვარ”
კალიდუ კულიბალი: “მე მაქვს დრო, რომ ვაჩვენო ყველას ვინ ვარ”
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, 31 წლის სენეგალელი ფეხბურთელი, კალიდუ კულიბალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნაპოლიდან” ლონდონის “ჩელსის” შეუერთდა.

გამოცდილმა მოთამაშემ Sun-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა:

“სამწლიანი კონტრაქტი მაქვს და მშვიდად ვარ. მე მაქვს დრო, რომ ვაჩვენო ყველას ვინ ვარ. ეს არ არის რთული სეზონი, მაგრამ დრო მჭირდება ადაპტაციისთვის და ეს ვიცოდი. როცა აქ ჩამოსვლა გადავწყვიტე, კარგად ვიცოდი, რომ ეს ადვილი არ იქნებოდა.” - განაცხადა კულიბალიმ.

ცნობისთვის, სენეგალელმა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.


Facebook კომენტარები