1 წლის და 1 თვის წინ
სენსაციური გარიგება, რომელიც შესაძლოა ზაფხულში შედგეს
სენსაციური გარიგება, რომელიც შესაძლოა ზაფხულში შედგეს
ავტორი
Aa

ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ "არისტოკრატებსა" და მეისონ მაუნტს შორის მოლაპარაკებები, ამ მომენტისთვის, ჩაშლილია.

უამრავი მცდელობის მიუხედავად მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას და აპირებენ, რომ მოლაპარაკებების ახალი ტალღა ზაფხულში დაიწყონ.

Talksport - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლივერპული" ამ სიტუაციით სარგებლობას გეგმავს.

წყაროს მტკიცებით, მერსესაიდული კლუბი ინგლისელი ვარსკვლავის სწრაფად ხელში ჩაგდებას ეცდება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის სტარტზევე.

ჯერჯერობით უცნობია თავად ფეხბურთელის პოზიცია ამასთან დაკავშირებით, ყველაფერი ზაფხულში გაირკვევა.


Facebook კომენტარები