2 წლის და 2 თვის წინ
ლუის ენრიკე "ჩელსის" დაუკავშირეს - როგორია ესპანელის პოზიცია
ლუის ენრიკე "ჩელსის" დაუკავშირეს - როგორია ესპანელის პოზიცია
ავტორი
Aa

გრემ პოტერს შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ინგლისელი მწვრთნელი "ლიდსთან" წააგებს, უდიდესი ალბათობით, გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

Sport - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "არისტოკრატებს" ლუის ენრიკე დაუკავშირეს, როგორც პოტერის შემცვლელი.

ესპანელმა სპეციალისტმა მისივე ქვეყნის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა და ახლა თავისუფალია.

ზემოაღნიშნული წყაროს მტკიცებით, ენრიკე მზადაა ახალი გამოწვევები მიიღოს და ჩაიბაროს პრემიერ ლიგური კლუბი.

თოდ ბოილის მის გარდა ჰანსი ფლიკის, ზინედინ ზიდანის და გუშინდელი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რობერტო დე ძერბის ვარიანტებიც აქვს.


Facebook კომენტარები