1 წლის წინ
"ჩელსი" ლუკაკუს მეგა ტრანსფერში ჩართავს?! - უახლესი ინფორმაცია
"ჩელსი" ლუკაკუს მეგა ტრანსფერში ჩართავს?! - უახლესი ინფორმაცია
ავტორი
Aa

90min-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ჩელსიმ" გადაწყვიტა ზაფხულში "ნაპოლის" თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ჩაიგდოს ხელში.

გამოცემა ირწმუნება, რომ ნეაპოლური კლუბი ნიგერიელში 150 მილიონ ევროს მოითხოვს, "ჩელსის" ახალი მფლობელი თოდ ბოილი ამ თანხის გადახდას არ დათანხმდება და ფასის დასაწევად ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელს ჩართავს.

ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი "ინტერში" განათხოვრებული ფორვარდი რომელუ ლუკაკუა, რომელიც საშინელ ფორმაშია და "არისტოკრატებს" მისი დაბრუნება არ სურთ.

უცნობია, თუ რას გადაწყვეტს "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი და ეყოლება თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას შეტევაში ოსიმენის ნაცვლად სხვა პარტნიორი.


Facebook კომენტარები