2 წლის და 2 თვის წინ

რა თანხა უნდა გადაუხადოს "ჩელსიმ" პოტერს გაშვების შემთხვევაში

ავტორი
Aa
გრემ პოტერი 8 სექტემბერს ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად გახდა. ამის შემდეგ მან "არისტოკრატების" რიგებში უკვე 7 მარცხი იწვნია პრემიერ ლიგაში.
სწორედ ამიტომ, თოდ ბოილი აქტიურად განიხილავს მისი გაშვების საკითხს, თუმცა ეს ძალიან დიდ თანხასთან იქნება ასოცირებული.
ლურჯებს მოუწევთ, რომ ინგლისელი სპეციალისტის კონტრაქტის გაწყვეტის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაუხადონ მას ჯამურად.
თუმცა, "პენსიონერებმა" "ბრაიტონს" თავის დროზე გადაუხადეს 25 მილიონი, რომ კონტრაქტი გამოესყიდათ და გრემი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაეყენებინათ.
ანუ გამოდის, რომ ჯამში პოტერის მოსვლა და წასვლა 50 მილიონი ევრო დაუჯდათ ლონდონელებს (თუ რა თქმა უნდა კონტრაქტს გაუწყვეტენ).
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ