2 წლის და 2 თვის წინ

"ჩელსი" თანახმაა ზაფხულში ეს 2 ფეხბურთელი გაუშვას

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსის” მოთამაშეებს, პიერ-ემერიკ ობამეიანგსა და სეზარ ასპილიკუეტას ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, მეტ ლიუს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსი” მზად არის, რომ ზაფხულში ზემოთხსენებულ ორ ფეხბურთელს შეელიოს.
საგულისხმოა, რომ გრემ პოტერი ობამეიანგს და ასპილიკუეტას ნდობას არ უცხადებს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული მოთამაშეები “ჩელსის” გეგმებში არ შედიან.
ცნობისთვის, ამ ფეხბურთელების შეძენით ამ ეტაპისთვის არცერთი გუნდი არ ინტერესდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ