2 წლის და 2 თვის წინ

დღის უმნიშვნელოვანესი ამბები - როგორი ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

ავტორი
Aa
"ჩელსი" ყველა ტურნირზე საშინლად ასპარეზობს და ეს მეტწილად მათი ახალი მწვრთნელის, გრემ პოტერის, დამსახურებაა.
უამრავ ქომაგს ინგლისელი სპეციალისტის გაშვება უნდათ გუნდიდან და თოდ ბოილის ამ გადაწყვეტილების მიღებას სთხოვენ.
მათ ლოუს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტულია, ჯერჯერობით პოტერის გაშვებას ბოილი არ განიხილავს.
თუმცა, მომდევნო 2 შეხვედრა გადამწყვეტი იქნება "არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელის მომავლისთვის.
თუკი პოტერი "ლიდსს" და "დორტმუნდს" ვერ დაამარცხებს, იგი აუცილებლად გათავისუფლდება თანამდებობიდან.
ასევე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბენ იაკობსის ცნობით, თომას ტუხელის დაბრუნება გამორიცხულია. გერმანელს საშინელი ურთიერთობა აქვს თოდთან, სწორედ ამიტომ, მისი დაბრუნება არ გამოვა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ