1 წლის და 2 თვის წინ
გრემ პოტერი სკანდალურ განცხადებას აკეთებს - ინგლისელის კომენტარი
გრემ პოტერი სკანდალურ განცხადებას აკეთებს - ინგლისელის კომენტარი
ავტორი
Aa

გრემ პოტერმა "ჩელსიში" კარგად ნამდვილად ვერ დაიწყო. იმისდა მიუხედავად, რომ ლონდონელებმა უკვე საკმაოდ ძლიერი გუნდი შეკრეს, გრემი ვერ ახერხებს გამარჯვებების მოპოვებას.

ამის გამო, "არისტოკრატების" გარკვეული ნაწილი მას მუქარის წერილებსაც უგზავნიან და სიკვდილითაც კი ემუქრებიან.

"ფანებმა მითხრეს, რომ ჩემი და ჩემი შვილების სიკვდილი უნდათ, დღევანდელ დღემდე უამრავი ასეთი შინაარსის წერილი მივიღეთ," - ამბობს ინგლისელი სპეციალისტი.

ამაზე "ჩელსის" ოფიციალურმა მხარდაჭერთა გვერდმა სასწრაფო განცხადება გააკეთა, სადაც ვკითხულობთ, რომ დაუშვებელია მსგავსი რამ, მითუმეტეს მუქარა ოჯახზე და მოუწოდებენ ფანების გარკვეულ ნაწილს, რომ ეს შეწყვიტონ.


Facebook კომენტარები