2 წლის და 2 თვის წინ

დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა - ლურჯებმა გადაწყვეტილება მიიღეს

ავტორი
Aa
ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ "ჩელსი" საშინელ სეზონს ატარებს და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შესაძლოა გრემ პოტერი იყოს.
ნიზაარ კინსელას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს კობჰემში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა "არისტოკრატების" უფროსობასა და პოტერს შორის.
წყაროს მტკიცებით, თოდ ბოილიმ სრული თანადგომა გამოუცხადა ინგლისელ სპეციალისტს და სეზონის მიზნები/გეგმები აუხსნა.
მომდევნო მატჩები სეზონის შემოტრიალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით "დორტმუნდთან" სტემფორდ ბრიჯზე თამაში არის ბოილისთვის მნიშვნელოვანი, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა სურს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ