2 წლის და 2 თვის წინ

ცნობილია - რატომ უარყო მაუნტმა "ჩელსის" რამდენიმე შეთავაზება ახალ კონტრაქტზე

ავტორი
Aa
მეისონ მაუნტმა უკვე რამდენიმეჯერ უარყო "ჩელსის" შეთავაზება ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით. მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ.
The Athletic - ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილია მიზეზი, თუ რატომ ამბობს მეისონი უარს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.
წყაროს მტკიცებით, ინგლისელს თოდ ბოილი ძალიან გრძელვადიან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას სთავაზობს. საუბარი 2031 წლამდე კონტრაქტზე გვაქვს.
მუდრიკისგან, ენცოსგან და სხვა ახალი ფეხბურთელებისგან განსხვავებით, მაუნტი ფიქრობს, რომ ვერ გაჩერდება ამდენი ხანი ლონდონურ გუნდში, სწორედ ამიტომ ყოყმანობს იგი.
ზაფხულში კიდევ წარიმართება მოლაპარაკებები და ნამდვილად საინტერესოა, თუ რა გადაწყდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ