2 წლის და 2 თვის წინ
კალუმ ჰადსონ-ოდოი: “ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია”
კალუმ ჰადსონ-ოდოი: “ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია”
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფეხბურთელი, კალუმ ჰადსონ-ოდოი “ლევერკუზენში” იჯარის წესით თამაშობს.

ჯერჯერობით უცნობია დაბრუნდება თუ არა, ახალგაზრდა ფეხბურთელი სეზონის ბოლოს ლონდონის “ჩელსიში”. 

ჰადსონ-ოდოიმ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით მედიასთან ისაუბრა:

“რა მოხდება მომავალში ამ ეტაპზე არ ვიცი. მე რაც შემიძლია ის არის, რომ “ლევერკუზენზე” ვკონცენტრირდე” - განაცხადა ჰადსონ-ოდოიმ.

ცნობისთვის, 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.


Facebook კომენტარები