2 წლის და 4 თვის წინ
"ჩელსიმ" პოზიტიური ნაბიჯები გადადგა - დღის შესანიშნავი დასასრული
"ჩელსიმ" პოზიტიური ნაბიჯები გადადგა - დღის შესანიშნავი დასასრული
ავტორი
Aa

ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ ნ'გოლო კანტეს "ჩელსისთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

ნიზაარ კინსელას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უკვე დაიწყო, თან საკმაოდ პოზიტიურადაც.

წყაროს მტკიცებით, როგორც ფრანგი შუახაზელი, ასევე ლონდონური კლუბი დადებითად არიან განწყობილნი კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხთან.

სულ მალე კიდევ უფრო ბევრ შეხვედრას უნდა ველოდოთ, სადაც ყველაფერი საბოლოოდ გაირკვევა.

აქვე გეტყვით, რომ კანტე ვარჯიშებს დაუბრუნდა და სულ მალე ოფიციალურ თამაშშიც უნდა ვიხილოთ.


Facebook კომენტარები