2 წლის და 2 თვის წინ
ბენ ჩილველი: “სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია”
ბენ ჩილველი: “სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია”
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსი” გრემ პოტერის მეთაურობით კატასტროფულ მდგომარეობაშია.

“არისტოკრატებმა” ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოიგეს.

“საუთჰემპტონთან” მატჩის შემდეგ ლონდონელთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ბენ ჩილველმა მედიასთან ისაუბრა:

“ეს არ არის საკმარისად კარგი. ჩვენ უნდა მოვიგოთ ასეთი თამაშები. ამ დროისთვის საკმაოდ შესუსტებული გასახდელია. ერთადერთი, ვისაც შეუძლია სიტუაციის შემობრუნება, ჩვენ ვართ.” - განაცხადა ჩილველმა.

ცნობისთვის, “ჩელსი” პრემიერ ლიგაში 31 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.


Facebook კომენტარები