1 წლის და 9 თვის წინ
რა კომენტარი გააკეთა გრემ პოტერმა გუშინდელი მარცხის შემდეგ
ავტორი
Aa
გრემ პოტერმა "საუთჰემპტონთან" სტემფორდ ბრიჯზე მარცხის შემდეგ (0:1) მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ასპი ჰოსპიტალშია. თავს უკეთ გრძნობს და კონტაქტზეც გამოდის. იმედია მალე გამოჯანმრთელდება.
საუთჰემპტონმა კარგად მოახერხა ჩვენთვის ხელის შეშლა, თუმცა ჩვენი პერფორმანსი არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. პირველ ტაიმთან შედარებით მეორე უკეთესი იყო, გოლი დავიმსახურეთ.
როდესაც სახლში 1:0-ს აგებ, ყველანაირი კრიტიკა მისაღებია. ახლა რთული პერიოდი გვაქვს, არც იღბალი არის ჩვენს მხარეს, თუმცა აქედან აუცილებლად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი," - ამბობს ბრიტანელი სპეციალისტი.
Facebook კომენტარები