2 წლის და 3 თვის წინ

ცვლილებები “ჩელსიში”! - ბოილის დიდი გეგმები აქვს

ავტორი
Aa
როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსი” არცისე სახარბიელო სიტუაციაში იმყოფება. “არისტოკრატები” პრემიერ ლიგაში მე-9 პოზიციაზე არიან და უკვე მე-3 მატჩია თამაში არ მოუგიათ.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, დავიდ ორშტეინის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსიში” დიდი ცვლილებები იგეგმება.
თოდ ბოილისთვის არ აქვს მნიშვნელობა მოხვდება თუ არა “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგაზე. ამერიკელი ბიზნესმენი ლონდონურ გრანდში ცვლილებებს აუცილებლად მოახდენს.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ პოსტებზე იგეგმება ცვლილებები. ამ ეტაპისთვის ბოილი მთავარ მწვრთნელს, გრემ პოტერს ნდობას უცხადებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ