2 წლის და 2 თვის წინ
მაუნტის მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება
მაუნტის მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდა ფეხბურთელს, მეისონ მაუნტს გადაწყვეტილი არ აქვს თავისი მომავალი.  

თავდაპირველად, ლონდონურმა გრანდმა მაუნტს შეთავაზე გაუკეთა, თუმცა ინგლისელს არ ახარებს ეს ვარიანტი, რომელსაც ლურჯები სთავაზობენ და უარს ამბობს მიმდინარე პირობებზე. 

“ჩელსიში” ეჭვობენ, რომ მაუნტმა შესაძლოა არ მოისურვოს კონტრაქტის გახანგრძლივება. 

"ლურჯებს" ზაფხულში მოუწევთ მასზე გადაწყვეტილების მიღება, თუ მანამდე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. 

მაუნტის შეძენით ლივერპული იჩენს ინტერესს, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, მზად იქნება თუ არა ჩელსი ზაფხულში მის გასაყიდად.

ცნობისთვის, მაუნტის მოთხოვნაა, რომ ზუსტად სტერლინგის მსგავსი ხელფასი ჰქონდეს.


Facebook კომენტარები