1 წლის და 9 თვის წინ
რა თქვა ჟოაო ფელიქსმა "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ
რა თქვა ჟოაო ფელიქსმა "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ
ავტორი
Aa

ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ იმის შესახებ, რომ "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ "ჩელსიმ" პრემიერ ლიგაში მორიგი ქულები დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებაში სადებიუტო გოლი ჟოაო ფელიქსმა გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ საინტერესო კომენტარიც გააკეთა.

"კმაყოფილი ვარ სადებიუტო გოლით და აქ ყოფნით. შედეგი არ იყო ისეთი, როგორიც გვინდოდა, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას.

ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გადავერთვებით, რომლის მოგებაც ჩვენი მთავარი მიზანია. იმედი მაქვს, წელს ამ ტიტულს დავეუფლებით," - ამბობს პორტუგალიელი შემტევი.

როგორც ჩანს, ჟოაოს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგება ლონდონურ კლუბთან ამ სეზონშივე სურს და ეს მისი მთავარი მიზანია.


Facebook კომენტარები